Gudauri Lodge
jobs.geუსაფრთხოების ოფიცერი
გუდაურიბოლო ვადა 11 დეკ 2026
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
დამატებითი ბენეფიტები:
კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებელი ადგილით გუდაურში
ფუნქცია-მოვალეობები:
** აკონტროლოს სასტუმროს ვიდეოკამერები, სასტუმროს ტერიტორიები და თანამშრომლების გასასვლელები
** სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის პირადი ქონების დაცვა
** სასტუმროს სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების ყოველდღიური მონიტორინგი
** დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის გამოძიებას როგორიცაა ქურდობა და კუთვნილი ნივთის დაკარგვა
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება სასტუმროს უსაფრთხოების დეპარტამენტში
უნარ-ჩვევები:
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 11 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.