მინთი მარკეტი
jobs.geGlovo-სა და Wolt-ის პლატფორმების მართვის თანამშრომელი
ბოლო ვადა 12 დეკ 2026
კომპანია მინთი მარკეტი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმების მართვის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე კომპანიის ანგარიშების ყოველდღიური მართვა;
** პროდუქტების დამატება, განახლება და კატალოგის გამართულად წარმოება;
** ფასებისა და აქციების მართვა;
** შეკვეთების მონიტორინგი და წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** პლატფორმების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების ანალიზი და შედეგების მონიტორინგი;
** პლატფორმებზე პროდუქციის სწორად განთავსებისა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებისა და კომპიუტერული ტექნიკის კარგი ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით.
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მეილზე: itavkhelidzemm@gmail.com
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.