Match Up Consulting
jobs.geაზერბაიჯანულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ბოლო ვადა 12 დეკ 2026
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, იცი აზერბაიჯანული ენა და გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში - სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting"-ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 1700 ლარი ხელზე ასაღები, ბონუსი: 1000 ლარი (საშუალოდ გენერირებული);
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება);
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში- დასვენება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე.
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა;
** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
** მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება;
** გეგმური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
აუცილებელია, რომ:
** გქონდეს მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** იცოდე აზერბაიჯანული ენა კარგად, ქართული და რუსული ენები- საკომუნიკაციოდ.
გაგვიხარდება თუ:
** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit).
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://matchup.ge/vacancies/corporativesalesmanager/
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.