მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი

jobs.ge

პრობლემური სესხების ოფიცერი

ბოლო ვადა 11 დეკ 2026
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი "ცენტრალი" გთავაზობთ: ** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** საუკეთესო სამუშაო პირობებს; ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი; ძირითადი ფუნქცია/ მოვალეობები: ** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება; ** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია; ** დებიტორებთან (მსესხებლებთან) სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა და ადგილზე ვიზიტი; ** ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა; ** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა; ** საკრედიტო პორტფელის მართვა (გადახდების მონიტორინგი); ** პრობლემურ დეპარტამენტთან გუნდური მუშაობა; სავალდებულო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში; ** მართვის მოწმობა/საკუთარი ავტომობილის ქონა; სხვა მოთხოვნები: ** პუნქტუალური; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კონფლიქტების არიდების უნარი; ** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა; ** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; ** პრიორიტეტად ჩაითვლება იურიდიული განათლება; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 11/12/2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.