მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სფინი ჩიმნი ქეიქ

jobs.ge

ფილიალის თანამშრომელი

ბოლო ვადა 10 დეკ 2026
კომპანია "სფინი ჩიმნი ქეიქ" (Spinny Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში! ჩვენ შესახებ: "სფინი" დესერტების საცხობი ქსელია, სადაც ტრადიციული ჩეხურ/უნგრული ტკბილეული — ტრდელნიკი (Chimney Cake) მზადდება. ჩვენ ვქმნით უგემრიელეს, მრავალფეროვან დესერტებს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ, თბილ გარემოს ვახვედრებთ. თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები: ** ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება; ** ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა (გამოცდილება არ არის სავალდებულო, ყველაფერს დიდი სიხარულით შეგასწავლით!); ** ტრდელნიკის აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ სხვადასხვა შიგთავსითა და ინგრედიენტებით; ** მიტანის/გამოძახების სერვისების შეკვეთების მომზადება; ** ფილიალში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება. ფილიალში, ერთდროულად, რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, შესაბამისად მოვალეობებო გადანაწილებულია, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის ცოდნა და უნარი! საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** დარიჩინისა არომატის სიყვარული; ** პოზიტიური, ღიმილიანი და ენერგიული განწყობა; ** თავაზიანობა და ხალხთან ურთიერთობის სიყვარული; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითდისციპლინა; ** გუნდურად მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** მეგობრულ, თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს; ** სრულ სწავლებას და მხარდაჭერას; ** სტაბილურ სამუშაოს. დაინტერესდი? თუ გსურს გახდე სფინის ტკბილი და ენერგიული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: spinny@spinnychimneycake.com

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.