ავერსი-რაციონალი
jobs.geმომარაგების მენეჯერი
ბოლო ვადა 10 დეკ 2026
"ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მომარაგების მენეჯერი, ქალაქში - თბილისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** შესყიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების საჭიროების და სპეციფიკის მიხედვით მომარაგების პროცესის დაგეგმვა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** წარმოებისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და დანადგარების მოძიება და შეძენის ორგანიზება
** წარმოებისთვის საჭირო მასალების შეკვეთა და მოწოდების ორგანიზება
** დოკუმენტაციის დროული, სწორი წარმოება და კონტროლი
** საბაჟო საკითხების ორგანიზება
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობის უნარი
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური და შედეგიანი კომუნიკაციის უნარი
** დროის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
** ტრანსპორტით მომსახურებას
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას
პირობები:
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათი-პარასკევი
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
** სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6J0FAv7c
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.