ელენესთან
jobs.geსერვის მენეჯერი
ბოლო ვადა 10 დეკ 2026
ქართული რესტორანი "ელენესთან" ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ სერვის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს დარბაზის გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** დარბაზის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** მიმტანების, მზარეულებისა და ბარის თანამშრომლის საქმიანობის კოორდინაცია;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლების ორგანიზება;
** მომსახურების შესრულების კონტროლი;
** სტუმრების მიღებისა და მომსახურების პროცესის ზედამხედველობა;
** სტუმრების უკუკავშირის მოსმენა და პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა;
** დარბაზის მზადყოფნის, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი;
** მენიუს, კერძებისა და სასმელების ცოდნის უზრუნველყოფა გუნდისთვის;
** შეკვეთების, ანგარიშსწორებისა და სალაროს პროცესების კონტროლი;
** მარაგებისა და ინვენტარის კონტროლში მონაწილეობა;
** გაყიდვების ზრდასა და სტუმრების კმაყოფილებაზე ორიენტირებული ინიციატივების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სერვის მენეჯერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად);
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას სამუშაო პროცესში და ღამის ტრანსპორტირებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი
დასაქმება: 10 საათი, 5/2-ზე ან 6/1 ზე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით, საორიენტაციოდ 2000-2500 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე elenestan.restaurant@gmail.com (მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ვოთსაფში +995599507775
ვადა: 30.11.2026
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.