მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბარისა და სწრაფი კვების ობიექტი

jobs.ge

მზარეული, სუ-შეფი

ბოლო ვადა 10 დეკ 2026
ბარისა და სწრაფი კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და სუ-შეფის პოზიციებზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომლებს მცირე მენიუზე სამუშაოდ. მენიუ მოიცავს: ** ქათმის სტრიფსებს; ** ქათმის ბურგერს; ** Loaded Fries-ს; ** ბრაუნის; ** Loaded Brownie-ს. სამუშაო პირობები: ** მზარეულის ანაზღაურება: 1400 ლარი თვეში; ** სუ-შეფის ანაზღაურება: 1800 ლარი თვეში; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენება; ** ორშაბათი საერთო დასვენების დღეა, მეორე დღე განისაზღვრება ცვლების მიხედვით; ** კვირაში ოთხი ცვლა 9-საათიანია, ერთი — 12-საათიანი. ძირითადი მოვალეობები — მზარეული ** სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება; ** კერძებისა და დესერტების მომზადება ტექნოლოგიური ბარათების, განსაზღვრული გრამაჟებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით; ** შეკვეთების დროული აწყობა, შეფუთვა და გაცემა; ** პროდუქტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი; ** სამზარეულოს, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა. დამატებითი მოვალეობები — სუ-შეფი სუ-შეფი მონაწილეობს სამზარეულოს ყოველდღიურ მუშაობაში და, მზარეულის ძირითადი ფუნქციების გარდა, პასუხისმგებელია: ** პროდუქციისა და საჭირო ნედლეულის შეკვეთების მომზადებასა და მომწოდებლებთან კოორდინაციაზე; ** სასაწყობე და მიმდინარე მარაგების კონტროლზე; ** მარაგების პერიოდული აღწერისა და ინვენტარიზაციის ჩატარებაზე; ** პროდუქციის მიღებისას რაოდენობის, ხარისხისა და შესაბამისობის შემოწმებაზე; ** პროდუქციის დანაკარგებისა და ჩამოწერების აღრიცხვაზე; ** საჭირო მარაგების წინასწარ დაგეგმვაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული პროდუქციის დეფიციტი; ** ტექნოლოგიური ბარათების, გრამაჟებისა და ხარისხის სტანდარტების შესრულების კონტროლზე; ** სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მზარეულის პოზიციისთვის: ** ფრიტურთან მუშაობის გამოცდილება; ** დესერტების მომზადების საბაზისო ცოდნა; ** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების წაკითხვა და გამოყენება; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** ორგანიზებულად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და სისუფთავის დაცვა. ** მრავალწლიანი გამოცდილება აუცილებელი არ არის. განიხილებიან მცირე გამოცდილების მქონე კანდიდატებიც, რომლებიც მზად არიან ისწავლონ. სუ-შეფის პოზიციისთვის დამატებით: ** სამზარეულოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** პროდუქციის შეკვეთებისა და მარაგების მართვის გამოცდილება; ** ინვენტარიზაციისა და პროდუქციის აღრიცხვის ცოდნა; ** Microsoft Excel-ში მარაგებისა და შეკვეთების ცხრილებთან მუშაობის უნარი; ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი. განაცხადის გამოგზავნა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: deliveryfoodconcept2026@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია: "მზარეული" ან "სუ-შეფი".

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.