მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Medmaris Trichology

jobs.ge

გაყიდვების წარმომადგენელი

ბოლო ვადა 10 დეკ 2026
კომპანია "MedmarisTrichology" ეძებს კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს სილამაზის სალონებში თმისა და თავის კანის მოვლის იტალიური ბრენდის "Orising-ის" წარსადგენად და გაყიდვების გასავითარებლად. პოზიცია: გაყიდვების წარმომადგენელი გრაფიკი: არასრული სამუშაო დღე, მოქნილი გრაფიკი (მთავარია შესრულდეს დღის გეგმა) ანაზღაურება: ** ფიქსირებული ხელფასი — თვეში 800 ლარი . ** დამატებით — პირადი გაყიდვებიდან პროცენტული ანაზღაურება. პროცენტის ოდენობა და დარიცხვის პირობები განისაზღვრება გასაუბრებისას. ძირითადი მოვალეობები: ** ბრენდის, პროდუქციის ასორტიმენტის, დანიშნულებისა და გამოყენების წესების შესწავლა, სალონებში მათი სწორად წარდგენის მიზნით. ** სალონებში ყოველდღიური ვიზიტები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით, უბნებისა და ქუჩების მიხედვით — დღეში დაახლოებით 5 სალონი. ** სალონის მფლობელისთვის, მენეჯერისთვის ან პასუხისმგებელი პირისთვის ბრენდისა და პროდუქციის წარდგენა. ** პროდუქციისა და თანამშრომლობის პირობების შეთავაზება, გაყიდვების ხელშეწყობა. ** სალონის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება — სალონის სახელწოდება, მისამართი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი. ** მონახულებული სალონების, მიღებული კონტაქტებისა და დაინტერესების შესახებ მოკლე ანგარიშის მომზადება და გადაგზავნა. ** დაინტერესებულ სალონებთან შემდგომი კომუნიკაცია და თანამშრომლობის განვითარება. კანდიდატისგან ველით: ** კარგ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარს. ** პასუხისმგებლობას, ორგანიზებულობას და აქტიური საველე მუშაობის სურვილს. ** გაყიდვების ან სილამაზის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ. საკონტაქტო ინფორმაცია: medmaris.trichology@gmail.com, 558 05 06 07 (დეა)

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.