ჩემი ოფისი
jobs.geბუღალტერი
ბოლო ვადა 9 დეკ 2026
კომპანია "My Office" გთავაზობთ პროფესიულ შესაძლებლობას ფინანსურ გუნდში!
კომპანია "My Office" - საქართველოში საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
თუ კარგად იცნობთ საგადასახადო კანონმდებლობას, ფლობთ 1C-ის სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას და გსურთ თქვენი პროფესიული უნარების განვითარება სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში (1C);
** საბანკო ოპერაციებისა და გადარიცხვების განხორციელება და კონტროლი;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება, შემოწმება და აღრიცხვა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, მოწესრიგება და არქივირება;
** მყიდველებთან და მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების წარმოება და კონტროლი;
** საგადასახადო პორტალზე (RS.ge) ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება;
** მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სისწორისა და შესაბამისობის შემოწმება;
** საგადასახადო ვალდებულებების მონიტორინგი და კონტროლი;
** ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო დეკლარირება დადგენილ ვადებში;
** კომპანიის ფინანსური და სააღრიცხვო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
** RS.ge-ს ელექტრონულ პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფორმაციის სიზუსტის მაღალი სტანდარტი.
სასურველი პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** სტაბილურ დასაქმებას განვითარებად და წარმატებულ კომპანიაში;
** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** გუნდთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას;
** პასუხისმგებლობისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
** პოზიცია: ბუღალტერი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** თვიური ანაზღაურება: 3000 ლარი
** ანაზღაურების გაცემა: საბანკო ანგარიშზე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ).
დაინტერესების შემთხვევაში
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: myofficerecruiter@gmail.com. ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ბუღალტერი".
შემოუერთდით "My Office"-ის გუნდს და გახდით ჩვენი კომპანიის წარმატების ნაწილი!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.