მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

რეპროარტი

jobs.ge

ბილინგის მენეჯერი

ბოლო ვადა 10 დეკ 2026
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათი; შაბათს, 09:30-15:00 საათი (დისტანციურად). ძირითადი ფუნქციები: ** კლინიკის სამედიცინო პროგრამაში (EMR) ბილინგის პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი; სერვისების, ფასებისა და პაკეტების მონაცემების განახლება. ** გაწეული მომსახურების სრული და სწორი აღრიცხვის კონტროლი, ინვოისების გენერირება და გაცემა. ** გადახდების, ავანსებისა და ეტაპობრივი გადახდების აღრიცხვა, ჩარიცხვების ბუღალტერიასთან ერთად შედარება. ** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და დებიტორებთან კომუნიკაცია. ** კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესწავლა და შესრულების კონტროლი. ** სერვისებისა და სამედიცინო პროტოკოლების თვითღირებულების დათვლა. ** მკურნალობის პაკეტების შექმნა და განახლება, რეკალკულაცია და ინდივიდუალური საფასო შეთავაზებების მომზადება. ** დონაციისა და სუროგაციის პროგრამების კალკულაცია, აღრიცხვა და ინვოისირება. ** შემოსავლების ყოველთვიური ანგარიშგების, ანალიზისა და სტატისტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის. ** ბილინგის პროცესში ჩართული თანამშრომლების კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბილინგის ან ფინანსების მიმართულებით. ** ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** AccuracyMed-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** ინგლისური ენის ცოდნა. ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ბილინგის ან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემებში მუშაობის გამოცდილება. ** თვითღირებულების აღრიცხვისა და ფასწარმოქმნის მეთოდების ცოდნა. ** ფინანსური მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების უნარი. პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. ** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის ნორმების გათვალისწინება. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წელი. Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბილინგის მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.