მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

რეპროარტი

jobs.ge

ტექნიკური მენეჯერი

ბოლო ვადა 10 დეკ 2026
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე. ვაკანტური პოზიცია: ტექნიკური მენეჯერი ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე პოზიციის აღწერა: კლინიკის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური სისტემების გამართული, უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა, ასევე კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო, სარემონტო და აღდგენით პროექტებზე კონტრაქტორების სამუშაოების მართვა, კოორდინაცია და ინსპექტირება; ** სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტის გეგმებთან, ხარისხის სტანდარტებთან, სამშენებლო კოდექსებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან; ** სამუშაოების მიმდინარეობისა და დასრულების ადგილზე ინსპექტირება; ** მასალების, მოწყობილობებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება; ** უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; ** აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ კონტრაქტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** სამუშაოების მოცულობის აღწერილობის (Scope of Work) მომზადება; ** ტექნიკური სამუშაოების შემოწმების შედეგების, გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოსასწორებელი/დასასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მომზადება. ** გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კონტროლი და შემდგომი მონიტორინგი; ** კონტრაქტორების წინადადებების, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ანგარიშ-ფაქტურების ადმინისტრირება; ** სამუშაოების შესრულების ვადების მონიტორინგი; ** ტექნიკური სამუშაოების შესრულების, არსებული პრობლემებისა და პროგრესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია: უმაღლესი განათლება საინჟინრო, მექანიკურ, ელექტრო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში; ** სასურველია: დამატებითი განათლება/კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით. ** აუცილებელია: მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე, ტექნიკური, სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორგანიზებისა და კონტროლის მიმართულებით. ზოგადი კომპეტენციები: ** ტექნიკური პერსონალის გუნდის მართვის უნარი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წელი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.