მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Best Western Plus Batumi

jobs.ge

მთავარი ბუღალტერი

ბათუმიბოლო ვადა 7 დეკ 2026
სასტუმრო "Best Wester Plus Batumi" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით; ** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა; ** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი; ** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება; ** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; ** დადგენილ ვადებში დეკლარირება; ** პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში აქტიური ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიური მიმართულებით; ** აუცილებელია სასტუმროს ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება; ** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება, Fina-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** დეტალებისადმი დიდი ყურადღება და კარგი ანალიტიკური უნარები. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@bwplusbatumi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ მთავარი ბუღალტერი.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.