DeFacto
jobs.geკონსულტანტი
ისთ ფოინთიბოლო ვადა 7 დეკ 2026
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "დეფაქტო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** 30%-იან ფასდაკლებას DeFacto-ს პროდუქციის ასორტიმენტზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** საქონლის გადაფასება და სეზონური ფასდაკლებისთვის მომზადება;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე Ani.gotsadze@defacto.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი, ასევე მაღაზია სადაც განიხილავთ დასაქმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.