ატელიე აუთლეტი
jobs.geფილიალის მენეჯერი
ბოლო ვადა 6 დეკ 2026
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი.
გრაფიკი: 09:30-18:30/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
აუცილებელი მოთხოვნა:
** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** სასურველია Fashion Retail მიმართულებით გამოცდილება;
** EXCEL ცოდნა;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები.
მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება;
** გაყიდვების რეპორტის წარმოება კატეგორიების მიხედვით და შესაბამისი ინიციატივების გამოხატვა;
** მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
** თანამშრომლების გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი საბონუსე სისტემისთვის;
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი;
** პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.