მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბეკო

jobs.ge

კონსულტანტი

ბოლო ვადა 6 დეკ 2026
კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს. კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ! კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში; ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე და ორი დღე დასვენება) სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ** პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით; ** გამოცდილება გაყიდვების (საყოფაცხოვრებო ტექნიკის და IT პროდუქციის) მიმართულებით ; ძირითადი მოვალეობები: ** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; ** პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება; ** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა; ** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა; პიროვნული მახასიათებლები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** დისციპლინირებულობა დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე HR@technoshop.ge და მიუთითეთ თუ რომელი პოზიციისთვის აგზავნით თქვენს რეზიუმეს. შერჩეული კადრები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას. გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.