მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მეპ სოლუშენსი

jobs.ge

Mep სისტემების ინჟინერი

ბოლო ვადა 6 დეკ 2026
კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას Mep სისტემების ინჟინრის პოზიციაზე. კომპანია ახორციელებს შენობების სრული მექანიკურ სამონტაჟო და საკონსულტაციო მომსახურებას.კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს: http://mepsolutions.ge/ ანაზღაურება: 5000-დან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** MEP სისტემების (HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტროობა) სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა; ** შესრულებული სამუშაოების საპროექტო და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; ** სამშენებლო მოედანზე წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტების შემუშავებაში მონაწილეობა; ** სამუშაოების შესრულების ხარისხის, ვადებისა და დადგენილი ტექნიკური სტანდარტების კონტროლი; ** საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და ცვლილებების დაფიქსირება და შესაბამის პირებთან კოორდინაცია; ** სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალებისა და ტექნიკური რესურსების მოთხოვნის განსაზღვრა და მიწოდების პროცესში ჩართულობა; ** სხვა საინჟინრო მიმართულებებთან სამუშაოების კოორდინაცია; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმება და დადასტურება; ** პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; ** დამონტაჟებული საინჟინრო სისტემების ტესტირების, გაშვებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობა; ** სამუშაოების დასრულების შემდგომ As-Built ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა. აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით; ** პროგრამების ცოდნა: AutoCAD word, excel ** ინგლისური ენის B2-დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება; ** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაოსთვის საჭირო მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული რას გთავაზობთ ჩვენ: ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** სამედიცინო დაზღვევა (როგორც ინდივიდუალური ისე საოჯახო); დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@mepsolutions.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება: "Mep სისტემების ინჟინერი" გისურვებთ წარმატებას!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.