მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

დეველოპერული კომპანია

jobs.ge

ბუღალტერი

ბოლო ვადა 6 დეკ 2026
კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო საათები: 10 სთ-18 სთ. / 11 სთ. 19 სთ; ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი; ** ანაზღაურება: დარიცხული 3800 ლარიდან, შეთანხმებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება; ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; ** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა; ** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება; ** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება; ** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; ** სალაროს ნაშთის კონტროლი; ** საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; ** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით; ** უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/ აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; ** საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა; ** საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tbilisiconstruct777@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.