EPAM
jobs.geმონაცემთა წამყვანი/უფროსი მეცნიერი - AI, Cloud
ბოლო ვადა 5 დეკ 2026
ნავთობისა და გაზის სფეროს წამყვანი კომპანიის პროექტისთვის "EPAM" ეძებს მონაცემთა წამყვან მეცნიერს AI-ისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ცოდნით. იმუშავებ პროგრამისტებთან, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა ინჟინრებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად და მათ საჭიროებებს საიმედო, მასშტაბირებად AI გადაწყვეტებად აქცევ.
რას გააკეთებ:
** შექმნი AI აგენტებს ანალიტიკის, ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად
** დააკავშირებ AI აგენტებს კომპანიის შიდა მონაცემებთან, API-ებთან და სისტემებთან
** განავითარებ შიდა პლატფორმას, რომელზეც AI აგენტები მუშაობს
** შექმნი მონაცემებზე დაფუძნებულ აპლიკაციებსა და ინტერფეისებს Python-სა და React-ზე
** მოამზადებ ანალიტიკურ მოდელებსა და Power BI რეპორტებს და შეიმუშავებ სტანდარტებს მათთვის
** ააწყობ მონაცემთა დამუშავების პროცესებს (ETL/ELT) და გაუშვებ AI გადაწყვეტებს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე
ვის ვეძებთ:
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება AI, ML ან მონაცემთა ინჟინრად, მათ შორის გადაწყვეტების რეალურ გარემოში გაშვება
** Python-ის ძლიერი ცოდნა
** React-ის, JavaScript-ისა და TypeScript-ის სიღრმისეული ცოდნა
** SQL-ის კარგი ცოდნა
** REST API-ებთან და Git-თან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა არქიტექტურის ცოდნა: მონაცემთა საცავები, Data Lake, ETL/ELT
** Power BI-ში მონაცემთა მოდელირებისა და რეპორტების შექმნის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
უპირატესობა: LangChain-ის, LangGraph-ის, LlamaIndex-ის ან მსგავსი ფრეიმვორკებისა და ვექტორული მონაცემთა ბაზების ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-lead-data-scientist
----------------------------------------------------------------------------------
"EPAM" ეძებს მონაცემთა უფროს მეცნიერს ნავთობისა და გაზის სფეროს წამყვანი კომპანიის პროექტისთვის. შენი ამოცანა იქნება, მოწინავე ანალიტიკა და AI ბიზნესისთვის ყოველდღიურ ინსტრუმენტად აქციო: მონაცემებიდან ღირებული დასკვნების გამოტანიდან AI აგენტებამდე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებას ეხმარება. იმუშავებ ინჟინრებისა და ბიზნესის წარმომადგენლების გუნდთან ერთად.
რას გააკეთებ:
** შექმნი AI აგენტებს ანალიტიკის, ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად
** დააკავშირებ AI აგენტებს კომპანიის შიდა მონაცემებთან, API-ებთან და აპლიკაციებთან
** განავითარებ შიდა პლატფორმას, რომელზეც AI აგენტები მუშაობს
** შექმნი მონაცემებზე დაფუძნებულ აპლიკაციებსა და ინტერფეისებს Python-სა და React-ზე
** მოამზადებ ანალიტიკურ მოდელებსა და Power BI რეპორტებს
** ააწყობ მონაცემთა დამუშავების პროცესებს (ETL/ELT) და გაუშვებ AI გადაწყვეტებს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე
ვის ვეძებთ:
** 2-4-წლიანი გამოცდილება AI, ML ან მონაცემთა ინჟინრად, მათ შორის გადაწყვეტების რეალურ გარემოში გაშვება
** Python-ის, React-ისა და JavaScript/TypeScript-ის ცოდნა
** SQL-ის კარგი ცოდნა
** REST API-ებთან და Git-თან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა არქიტექტურის ცოდნა: მონაცემთა საცავები, Data Lake, ETL/ELT
** Power BI-ში მონაცემთა მოდელირებისა და რეპორტების შექმნის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
უპირატესობა: LangChain-ის, LangGraph-ის, LlamaIndex-ის ან მსგავსი ფრეიმვორკებისა და ვექტორული მონაცემთა ბაზების ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-senior-data-scientist
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.