მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

EPAM

jobs.ge

მონაცემთა წამყვანი/უფროსი მეცნიერი - Prophet, Python

ბოლო ვადა 5 დეკ 2026
"EPAM" ეძებს მონაცემთა წამყვან მეცნიერს, რომელიც შექმნის მოდელებს პროდუქტებისა და მომსახურებების სამართლიანი ფასის პროგნოზირებისთვის (should-cost მოდელები). დროითი მწკრივებისა და ეკონომეტრიკული მეთოდების გამოყენებით გააძლიერებ შესყიდვების ანალიტიკას. რას გააკეთებ: ** შექმნი should-cost მოდელებს დროითი მწკრივებისა და ეკონომეტრიკული მეთოდებით ** მოდელებში გაითვალისწინებ მაკროეკონომიკურ ფაქტორებსა და ეკონომიკურ ინდიკატორებს ** დააკავშირებ სასაქონლო ფასებს, ხარჯების მონაცემებსა და გარე ეკონომიკურ ცვლადებს ** მოდელების შედეგებს გასაგებს გახდი ბიზნესისთვის: აჩვენებ, რომელი ფაქტორი განსაზღვრავს თითოეულ შეფასებას ** უზრუნველყოფ მოდელების სანდოობას და აიცილებ მონაცემთა გაჟონვასა და გადამეტებულ მორგებას (overfitting) ვის ვეძებთ: ** 5+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერებაში, ეკონომეტრიკული და დროითი მწკრივების მოდელირების მიმართულებით ** Python-ის, Prophet-ისა და Chronos-ის ცოდნა ** შესყიდვების ანალიტიკის, ხარჯების მონაცემებისა და სასაქონლო ფასების ინდექსაციის გამოცდილება ** ეკონომიკური ინდიკატორებისა და ხარჯების ანალიზის ცოდნა ** დროითი მწკრივების ჯვარედინი ვალიდაციისა და ახსნადი AI-ის ღრმა ცოდნა ** კორელაციისა და კოინტეგრაციის განსხვავების მკაფიო გაგება ** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-lead-data --------------------------------------------------------------------------- "EPAM" ეძებს მონაცემთა უფროს მეცნიერს, რომელიც შექმნის მოდელებს, რომლებითაც შეაფასებს, რა უნდა ღირდეს ესა თუ ის პროდუქტი თუ მომსახურება (should-cost მოდელები). დროითი მწკრივებისა და ეკონომეტრიკული მეთოდების გამოყენებით ხელს შეუწყობ შესყიდვების ანალიტიკას. რას გააკეთებ: ** შექმნი should-cost მოდელებს დროითი მწკრივებისა და ეკონომეტრიკული მეთოდებით ** მოდელებში გაითვალისწინებ მაკროეკონომიკურ ფაქტორებსა და ეკონომიკურ ინდიკატორებს ** დააკავშირებ სასაქონლო ფასებს, ხარჯების მონაცემებსა და გარე ეკონომიკურ ცვლადებს ** მოდელების შედეგებს გასაგებს გახდი ბიზნესისთვის: აჩვენებ, რომელი ფაქტორი განსაზღვრავს თითოეულ შეფასებას ** უზრუნველყოფ მოდელების სანდოობას და აიცილებ მონაცემთა გაჟონვასა და გადამეტებულ მორგებას (overfitting) ვის ვეძებთ: ** 3+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერებაში, დროითი მწკრივებისა და ეკონომეტრიკული მოდელირების მიმართულებით ** Python-ის, Prophet-ისა და Chronos-ის ცოდნა ** შესყიდვების ანალიტიკის, ხარჯების მონაცემებისა და სასაქონლო ფასების ინდექსაციის გამოცდილება ** ეკონომიკური ინდიკატორებისა და ხარჯების ანალიზის ცოდნა ** დროითი მწკრივების ჯვარედინი ვალიდაციისა და ახსნადი AI-ის გამოცდილება ** კორელაციისა და კოინტეგრაციის განსხვავების ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-senior-data-scientist-prophet

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.