ვიზეტ გრუპი
jobs.geგაყიდვების კონსულტანტი შოურუმში
ბოლო ვადა 5 დეკ 2026
შპს "ვიზეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე შოურუმში.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებლებთან ურთიერთობა და აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** შოურუმში მოსული მომხმარებლების კონსულტირება;
** პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** შოურუმში პროდუქციის მოწესრიგება;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული სამუშაო განაკვეთი;
** ანაზღაურება: ანაზღაურება შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: Info@myscooter.ge. CV-ის გამოგზავნისას დანიშნულებაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი შოურუმში".
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.