მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ვიზეტ გრუპი

jobs.ge

სკუტერებისა და მოტოციკლების ხელოსანი/მექანიკოსი

ბოლო ვადა 5 დეკ 2026
შპს "ვიზეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სკუტერებისა და მოტოციკლების ხელოსნის / მექანიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, გამოცდილ და ტექნიკით დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც აქვს სკუტერებისა და მოტოციკლების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება. ვაკანსია - სკუტერებისა და მოტოციკლების ხელოსანი / მექანიკოსი ძირითადი მოვალეობები: ** სკუტერებისა და მოტოციკლების ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტიკა; ** მექანიკური და ელექტრული გაუმართაობების გამოვლენა; ** სამუხრუჭე სისტემის, სავალი ნაწილისა და სხვა დეტალების შემოწმება და შეკეთება; ** სათადარიგო ნაწილების შეცვლა და მონტაჟი; ** პერიოდული ტექნიკური მომსახურების ჩატარება; ** სამუშაო პროცესის ხარისხიანად და დროულად შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სკუტერებისა და მოტოციკლების შეკეთების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; ** ტექნიკური ცოდნა და მექანიკური სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** დიაგნოსტიკისა და პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირების უნარი; ** ტექნიკურ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო; ** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული სამუშაო განაკვეთი; ** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს; ** განვითარების შესაძლებლობას; ** გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მორგებულ ანაზღაურებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ: Info@myscooter.ge. CV-ის გამოგზავნისას დანიშნულებაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სკუტერებისა და მოტოციკლების ხელოსანი / მექანიკოსი". შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.