BlueTabla
jobs.geშესყიდვების მენეჯერი
ბოლო ვადა 5 დეკ 2026
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.
ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge
სამუშაოს აღწერა:
** კომპანიის შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ყველა მიმართულებით
** მომწოდებლების მოძიება და შერჩევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
** ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება, ხელშეკრულებების მომზადება
** იმპორტისა და საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება, განბაჟების კოორდინაცია
** პროექტული და საოპერაციო საჭიროებების შესყიდვით უზრუნველყოფა
** შესყიდვების პროცედურის დანერგვა, დოკუმენტაციისა და აღრიცხვის წარმოება
** სხვა მიმდინარე ამოცანები შესყიდვების მიმართულებით
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** შესყიდვების, მომარაგების ან იმპორტის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა მიმოწერისა და მოლაპარაკების დონეზე
** მოლაპარაკების უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვის უნარი
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "შესყიდვების მენეჯერი".
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.