დამი
jobs.geმაღაზიის საწყობის თანამშრომელი/მტვირთავი
ბოლო ვადა 4 დეკ 2026
სამშენებლო მასალების კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის (მტვირთავი / კონსულტანტი) პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მშენებლობისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის და მოთხოვნად პროდუქციას სთავაზობს.
ძირითადი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქ. 1 (აეროპორტის გზატკეცილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საწყობის მიმართულებით (მტვირთავი):
** შემოსული პროდუქციის ავტომანქანებიდან ჩამოტვირთვა და საწყობში განლაგება;
** გაყიდული პროდუქციის სწორად და ეფექტურად გაცემა;
** საწყობში არსებული ნივთების დაზიანების გარეშე შენახვის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან თავაზიანი მომსახურების უნარი;
** დროის მართვისა და ფიზიკური დატვირთვის გაძლების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
განაცხადის მიღება:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 191960.
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.