მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Media for Peaceful Caucasus

jobs.ge

საერთაშორისო მიმართულების ფრილანსერ ჟურნალისტი

ბოლო ვადა 4 დეკ 2026
ვაკანსია — საერთაშორისო მიმართულების ფრილანსერ ჟურნალისტი საინფორმაციო სააგენტო ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდა ე.წ. ფრილანსერ ჟურნალისტს გუნდში გასაწევრიანებლად. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ძირითადი მოვალეობები: საერთაშორისო პოლიტიკისა და საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საინფორმაციო, ანალიტიკური და შემეცნებითი სტატიებისა და სიახლეების მომზადება. უპირატესობად ჩაითვლება: ** რეგიონული ენების ცოდნა; ** სამხრეთ კავკასიისა და რეგიონის ქვეყნების — საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის — პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა; ** ჟურნალისტური ან კვლევითი საქმიანობის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@mpc.ge [მიუთითეთ თქვენი ელფოსტა და საკონტაქტო ინფორმაცია].

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.