მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

კომპანია

jobs.ge

ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტი

ბოლო ვადა 4 დეკ 2026
ვეძებთ ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება საინტერესო მარკეტინგულ პროექტებში. სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას ქ. N1 რას გააკეთებ ჩვენთან? ** დაეხმარები მარკეტინგის გუნდს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში; ** მოამზადებ მარტივ ბრიფებს გრაფიკული დიზაინერისთვის; ** განაახლებ ინფორმაციას ვებგვერდზე — განათავსებ სიახლეებს, სტატიებსა და სხვა მასალებს; ** ჩაერთვები სოციალური მედიისთვის კონტენტის მომზადებასა და გამოქვეყნებაში; ** მონაწილეობას მიიღებ ფოტო და ვიდეომასალის გადაღებაში, მათ შორის პაციენტების კმაყოფილების ამსახველი ვიდეოების მომზადებაში; ** იმუშავებ კლინიკის შიდა პროგრამაში (Doktra) და საჭიროების შემთხვევაში ამოიღებ მონაცემებს — პროგრამის გამოყენებას ადგილზე შეგასწავლით; ** დაგვეხმარები კორპორაციული ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის ორგანიზებაში; ** ჩაერთვები სხვა საინტერესო მარკეტინგულ პროექტებში. რას ველოდებით შენგან? ** დაინტერესებას მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულებით; ** გამართულ წერით და კომუნიკაციის უნარებს; ** პასუხისმგებლობის გრძნობას და ორგანიზებულობას; ** გუნდური მუშაობის უნარს; ** ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილს. დამატებითი უპირატესობა იქნება, თუ იცნობ Canva-ს, CapCut-ს ან გაქვს ვებგვერდთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება. რას გთავაზობთ? ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; ** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; ** სხვადასხვა მარკეტინგულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საჭირო პროგრამებისა და სამუშაო პროცესების ადგილზე შესწავლას. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV: hr@krc.ge სათაურში მიუთითე: "ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტი".

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.