KMZ-GE
jobs.geსილოსების მშენებლობის სპეციალისტები
ქუთაისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
"KMZ-GE" აცხადებს ვაკანსიას სილოსების მშენებლობის სპეციალისტების თანამდებობაზე.
კომპანია "KMZ-GE" სილოსების მშენებლობისა და ლითონკონსტრუქციების მონტაჟისთვის ეძებს კვალიფიციურ სპეციალისტებს.
გვესაჭიროება:
** სიმაღლეზე ლითონკონსტრუქციების მემონტაჟეები;
** შემდუღებელ-მემონტაჟეები;
** სიმაღლეზე მომუშავე სამრეწველო ალპინისტები;
** დამხმარე სამშენებლო მუშაკები.
შესაძლებელია როგორც ცალკეული სპეციალისტების, ასევე სრული სამშენებლო ბრიგადების დასაქმება.
ძირითადი მოვალეობები:
** სილოსების ლითონკონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი;
** ლითონის ფურცლებისა და კონსტრუქციული ელემენტების ჭანჭიკებით დამაგრება;
** ლითონკონსტრუქციების შედუღება;
** სიმაღლეზე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** სხვადასხვა დამხმარე სამშენებლო სამუშაოს შესრულება;
** ტექნიკური მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამის სფეროში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** კვალიფიციური სპეციალისტებისთვის - პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სიმაღლეზე მომუშავე სპეციალისტებისთვის - უსაფრთხოდ მუშაობისთვის შესაბამისი მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** შემდუღებლებისთვის - შედუღების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** პროფესიული ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ყოფილი ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორია;
** სამუშაოს ხანგრძლივობა: 2-3 თვე (დროებითი პროექტი).
დღიური ანაზღაურება:
** 250 ლარი - მხოლოდ სიმაღლეზე მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტებისთვის;
** 120 ლარი - დამხმარე სამშენებლო მუშაკებისთვის.
სხვა ქალაქებიდან ჩამოსული თანამშრომლებისთვის:
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა - კომპანიის ხარჯზე;
** კვებით უზრუნველყოფა - კომპანიის ხარჯზე.
განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატების, ასევე გამოცდილი სამშენებლო ბრიგადების განაცხადები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ტელეფონი: 577 716 961;
** WhatsApp / Viber;
** ელფოსტა: HR@kmz.ge.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოადგინონ სამუშაო გამოცდილებისა და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.