მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ნიუ ჰოსპიტალსი

jobs.ge

ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი

ბოლო ვადა 3 დეკ 2026
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ან ვიდეომონიტორინგის სფეროში; ** IVMS პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სახანძრო პანელთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია). ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკის მასშტაბით მონიტორინგის კამერების უწყვეტი ზედამხედველობა და კონტროლი; ** ვიდეომონიტორინგის სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პერიოდული შემოწმება; ** ჩანაწერების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში მათი შენახვა/დაარქივება; ** საფრთხის იდენტიფიკაციის შემთხვევაში სწრაფი და ეფექტური რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება; ** პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა კლინიკაში დადგენილი წესის შესაბამისად; ** სახანძრო პანელის მონიტორინგი და აქტივაციის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 03.12.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ — "ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი". თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.