მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

კომპანია

jobs.ge

გენერალური მენეჯერი

ბოლო ვადა 3 დეკ 2026
სასწრაფოდ! თბილისში მოქმედი რესტორანი ეძებს გამოცდილ გენერალურ მენეჯერს. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც სარესტორნო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ძირითადი მოვალეობები: ** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული მართვა; ** დარბაზის, სამზარეულოსა და ბარის მუშაობის კოორდინაცია; ** მომსახურების ხარისხისა და სტუმრების კმაყოფილების კონტროლი; ** თანამშრომლების შერჩევა, გადამზადება, მოტივირება და სამუშაო გრაფიკების შედგენა; ** მარაგების, შესყიდვების, ინვენტარიზაციისა და დანაკარგების კონტროლი; ** შემოსავლების, ხარჯებისა და გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი; ** სანიტარიული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** გაყიდვებისა და რესტორნის მომგებიანობის ზრდაზე მუშაობა; ** მფლობელისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე; ** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; ** სარესტორნო საქმიანობისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი; ** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** გრძელვადიან თანამშრომლობასა და განვითარების შესაძლებლობას. ⁠ანაზღაურება: 4000 ლარი გრაფიკი: 6/1 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ. ელფოსტა: hrhoreca7@gmail.com

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.