ოლივანდერ ჯგუფი
jobs.geმოლარე-კონსულტანტი
ვაკებოლო ვადა 2 დეკ 2026
შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.
ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 800-950 ლარი პლუს ბონუსი
ვაკანტური ადგილები: ოლივანდერის მაღაზია (კეკელიძე), ოლივანდერსი (აქსის თაუერსი)
განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)
სხვა ბენეფიტები: 30 %-იანი კორპორაციული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; ფიტპასი
თუ შენ:
** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;
მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://hr.ollivandergroup.ge/careers/51868988-05d6-464d-9f44-621a272e2a79
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.