მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მარგიო

jobs.ge

ბუღალტერი

თბილისი · ნატახტარიბოლო ვადა 30 ნოე 2026
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - 2 ვაკანსია. "მარგიო" - საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს ორ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ბუღალტერს. სამუშაო ადგილები: ** ნატახტარი - 1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ** თბილისი, ევროპის ჩიხი №10, აეროპორტის ხიდებთან -1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია მეტრო "სამგორიდან". ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა; ** შესყიდვების, რეალიზაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; ** სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და კონტროლი; ** საბანკო და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, პარტნიორებთან ნაშთების შედარება; ** მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ** წარმოების ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში მონაწილეობა; ** იმპორტის ოპერაციებისა და საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამისა და Excel-ის კარგი ცოდნა; ** სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადების დაცვა; ** უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1 400 - 2 500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: giorgi.mamuladze@margio.ge სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი: "ბუღალტერი - ნატახტარი" ან "ბუღალტერი - "თბილისი". საკონტაქტო ნომერი: 574 88 02 35.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.