მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი

jobs.ge

აკადემიური თანამდებობები - მედიცინის ფაკულტეტი

ბოლო ვადა 7 დეკ 2026
შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე "დიპლომირებული მედიკოსის" ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზისო დისციპლინებში, აკადემიური პერსონალის: პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: ადგილმდებარეობა: თბილისი, კოსტავას ქ. # 77 მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები: ინგლისურენოვანი საბაზისო დისციპლინები: ანატომიის/ნეიროანატომიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. ფიზიოლოგიის/ნეიროფიზიოლოგიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. ბიოფიზიკის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. ბიოქიმიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. გენეტიკის მიმართულება: ** პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულება: ** პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. იმუნოლოგიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. მიკრობიოლოგიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. ფარმაკოლოგიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. პათოლოგიის მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. ქცევათმეცნიერების მიმართულება: ** პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია; ** ასისტენტი -1 ვაკანსია. სამეცნიერო კვლევის მიმართულება: ** პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანსია; ** ასისტენტი - 1 ვაკანსია. სამედიცინო ჯანდაცვის მიმართულება: ** პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ასისტენტი - 1 ვაკანსია. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის: აღსანიშნავია, რომ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის შემთხვევაში ნებისმიერი აკადემიური თანამდებობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა: ** ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; ** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; ** ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) ბაზისური მიმართულება: პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ** პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი; ** პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; ** პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით ** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა; ** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; ** პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით; ** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): ** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** სულ მცირე ბოლო 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება; ** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; ** შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი; ** პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით ** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): ** ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. ** პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით. ** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) საკონკურსო დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით; ** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (ივსება ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); ** შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები; ** საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); ** სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს; ** ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი; ** ცნობა სამუშაო ადგილიდან; ** შესაბამისი სილაბუს (ებ)ი (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია). ** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა. კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის" (https://cue.edu.ge/PagePDF/f51cca605043eba497774e152b2364ae.pdf) შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: ** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება. ** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე) კონკურსის ვადები: ** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 29 ოქტომბრიდან. ** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 30 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით; ** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 14 დეკემბრისა; ** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 21 დეკემბრისა; ** კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 28 დეკემბრისა; ** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2026 წლის 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2026 წლის 30 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური. საკონტაქტო მონაცემები: hr@cue.edu.ge ტელ: +995 558 57 40 19

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.