ელთიბი
jobs.geწარმოების პროცესების და ადმინისტ. ოპერაციების კოორდინატორი
ავჭალაბოლო ვადა 29 ნოე 2026
წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი ავჭალის სამღებრო საწარმოში.
კომპანია ელთიბი — საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 21-წლიანი გამოცდილებით, მკაფიო სტრატეგიული ხედვითა და სტაბილური განვითარების ტრაექტორიით — ეძებს წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორს კომპანიის ერთ-ერთ საწარმოო მიმართულებაში — სამღებრო პალიტრის საწარმოში.
პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელიც ხედავს საკუთარ თავს მზარდ ორგანიზაციაში, მზად არის პასუხისმგებლობის აღებისთვის და სურს ჩართულობა რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ პროცესებში.
ფუნქცია მოვალეობები:
** სამღებრო პალიტრის საწარმოში მიმდინარე წარმოების პროცესების ყოველდღიური კოორდინაცია;
** საწარმოო და ადმინისტრაციულ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ნაკადების, ვადებისა და ოპერაციული პროცესების მონიტორინგი;
** შიდა ოპერაციული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების ორგანიზება;
** საოპერაციო და ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა;
** პროცესების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოპერაციული და ადმინისტრაციული კოორდინაციის მიმართულებით გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარები;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას ავეჯის ინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში, მკაფიო განვითარების სტრატეგიით
** პროფესიული ზრდისა და გრძელვადიანი კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად
მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე (CV) vacancy@ltb.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება; "წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი".
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.