მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სხივი+

jobs.ge

პროდუქციის შემგროვებელი, გაყიდვების კონსულტანტი

ბოლო ვადა 29 ნოე 2026
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: 1) პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი ანაზღაურება: 1700 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600ლარი) ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღე: კვირაში 2 დღე. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება; ** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება; ** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;ნაშთების კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** მართვის მოწმობა - B კატეგორია. 2) გაყიდვების კონსულტანტი მისამართი: ელიავას ფილიალი, აგლაძის 20 ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1600 ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (800-1000 ლარი) ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე. ** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე. ** დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა. ფუნქცია-მოვალეობები: ** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; ** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა. ** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი; ** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება; ** გაყიდვების სრულად ორგანიზება ** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: ** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში) ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ორგანიზებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** სწრაფად ათვისების უნარი ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.