მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ჰავი ლოჯისტიკს

jobs.ge

საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

ბოლო ვადა 28 ნოე 2026
ლოჯისტიკურ კომპანიაში ვეძებთ საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვას და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას. ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება. ** პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა. ** საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის. ** მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება. ** მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი. ** მონაცემების ზუსტი ასახვა ERP სისტემებში. მოთხოვნები: ** საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ** საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა. ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. ** ERP სისტემებთან და MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 3000-4000 ლარი (ხელზე ასაღები). ** წლიურ ბონუსს. ** ჯანმრთელობის დაზღვევას. ** კვების თანხას. ** სატელეფონო ლიმიტს. სამუშაო ადგილი: ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: qqoreulashvili@gmail.com

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.