ბურგერ სფეისი
jobs.geმიმტანი
ბოლო ვადა 28 ნოე 2026
Burger Space აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქ.2. სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი.
სამუშაო დღეები: 15 დღე თვეში (შეთანხმებით).
სამუშაო საათები: 12 საათიანი გრაფიკი. 10.00-22.00
ანაზღაურება: საათში 7 ლარი, + ბონუსი + თიფსი.
საშუალოდ 1500-1600 ლარი თვეში + თიფსი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 6 თვე.
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური.
** მოწესრიგებული.
** აქტიური.
** ორგანიზებული.
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებული.
ძირითადი ფუნქციები:
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ.
** ონლაინ შეკვეთების მიღება Wolt, Glovo, Bolt აპლიკაციებით, პროგრამაში შეყვანა, შეკვეთის ჩალაგება და კურიერითის გადაცემა.
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა.
** მაგიდის გაწყობა.
** ცხელი-ცივი ყავების და სხვადასხვა სასმელების სახეობების მომზადება.
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
** სალარო ოპერაციების შესრულება.
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597 90 00 05 მარიამი.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.