მაღაზია
jobs.geხორცპროდუქტების კონსულტანტი
ბოლო ვადა 28 ნოე 2026
ხორცპროდუქტების საფირმო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ხორცპროდუქტების კონსულტანტის პოზიციაზე!
ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების მაღალხარისხიან მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების თავაზიანი მიღება და მომსახურება;
** ხორცის სახეობებისა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქციის აწონა და შეფუთვა;
** ვიტრინაში პროდუქციის მოწესრიგებული განთავსება;
** ფასებისა და პროდუქციის მარკირების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება ხორცპროდუქტების გაყიდვების სფეროში;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა, ყურადღებიანობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო გარემოს.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
** გრაფიკი: ცვლებში შეთანხმებით;
** ანაზღაურება: საათობრივი დატვირთვისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 511 24 60 77 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: meatmarket.dd@gmail.com
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.