მაღაზია
jobs.geმოლარე
ბოლო ვადა 28 ნოე 2026
ხორცპროდუქტების საფირმო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე!
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ყურადღებიან და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებას და სალარო ოპერაციების სწორად შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
** გაყიდული პროდუქციის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება;
** სალარო აპარატთან მუშაობა და გაყიდვების პროგრამაში ოპერაციების სწორად ასახვა;
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტისთვის გადაცემა;
** პროდუქციის ღირებულების ზუსტად დათვლა და გადახდის მიღება;
** ქვითრების გაცემა და სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი და ცვლის ბოლოს სალაროს შეჯერება;
** მაღაზიის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** სალარო აპარატთან მუშაობის უნარი;
** სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.
** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო გარემოს.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
** გრაფიკი: ცვლებში შეთანხმებით;
** ანაზღაურება: საათობრივი დატვირთვისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 511 24 60 77 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: meatmarket.dd@gmail.com
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.