ფოთი ტრანსტერმინალი
jobs.geკლიენტებთან მუშაობისა და აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
ფოთიბოლო ვადა 26 ნოე 2026
სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში.
ვაკანსიის აღწერა:
** პოზიცია: კლიენტებთან მუშაობისა და აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
** ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
** სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
** შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
"ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან ფინანსები).
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B/B2C გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობისა და აღრიცხვის სფეროში (მათ შორის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვის / ხელმძღვანელ პოზიციაზე).
** რუსული და ინგლისური ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
** პროგრამული უნარები: CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია Power BI-ს ფლობა).
** უნარები: აქტიური გაყიდვების უნარები, მოლაპარაკებების წარმოება, ანალიტიკური აზროვნება და ლიდერული თვისებები.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პრეზენტაციების ჩატარება, კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება.
** ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და გარიგებების დახურვა.
** Cross-sell & Up-sell: არსებულ კლიენტებთან მუშაობა მათთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შესათავაზებლად.
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა (ფასდაკლებები, სპეციალური შეთავაზებები).
** კამპანიების ფარგლებში შემოსული ლიდების (პოტენციური კლიენტების) სწრაფი დამუშავება და მათი კონვერტაცია გაყიდვებში.
** კლიენტთა ბაზის სრული მართვა, მონაცემთა სიზუსტისა და აქტუალურობის უზრუნველყოფა.
** ინვოისების, მიღება-ჩაბარების და შედარების აქტების დროული მომზადების უზრუნველყოფა და გაგზავნა.
** კლიენტებთან ურთიერთანგარიშსწორების, ნაშთებისა და დებიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი და მართვა.
** პრობლემური შემთხვევების, საჩივრებისა და გაუგებრობების ოპერატიულად მოგვარება.
** ჯგუფის წევრებს შორის მომსახურებისა და აღრიცხვის ამოცანების გადანაწილება.
** ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება ხელშეკრულებების, გაყიდვების დინამიკის, შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ.
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.
პირადი უნარ-ჩვენები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ptt.ge. აუცილებელია, განაცხადის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ნოემბერი.
სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.