განათლების ცენტრი LEAF
jobs.geსაუნივერსიტეტო მრჩეველი
ბოლო ვადა 27 ნოე 2026
შპს განათლების მართვის ჯგუფი - განათლების ცენტრი "LEAF" აცხადებს ვაკანსიას საუნივერსიტეტო მრჩევლის (College Counselor) პოზიციაზე.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი
შერჩეული კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობები:
** უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების მოძიების მიზნით სამაგიდო კვლევის (Desk Research) ჩატარება;
** უნივერსიტეტისა და პროგრამების მისაღები პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოგროვება;
** ცენტრის მოსწავლეების უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსებაში დახმარება;
** ესებისა და CV-ის მომზადებაში დახმარება;
** უნივერსიტეტის მიმღებ კომისიასთან ინტერვიუსთვის მომზადება;
** უცხოელი სტუდენტებისთვის ქართულ უნივერსიტეტებში განაცხადის გაკეთებაში დახმარება;
** უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთობაში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** საერთაშორისო და ქართული საგანმანათლებლო სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე (Microsoft Office, Power Point, Excel, Google Meet, Zoom, Google Docs) გამოყენება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** შემოქმედებითობა;
** დროის მართვა;
** სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება;
** შედეგიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.
შერჩევის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@leaf.ge.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.11.2026
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.