კაბინეტი
jobs.geკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ბოლო ვადა 27 ნოე 2026
კომპანია "კაბინეტ თბილისი"-ის გუნდი უკვე 10 წელზე მეტია რაც საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს სასურველი დიზაინითა და თანამედროვე მასალებით შექმნილ ავეჯს.
გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებს გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდს - "კაბინეტ თბილისში" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ!
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი), დამატებით რეალიზაციის პროცენტი.
ძირითადი მოვალეობები:
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბაზის მოძიება/შექმნა და პერიოდული განახლება;
** პოტენციურ პარტნიორ/დამკვეთ კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია და თანამშრომლობის შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
** შოურუმში მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შეკვეთის ჩაბარებამდე სრული ციკლის მართვა, ჩაბარების შემდგომ დამკვეთის კმაყოფილების საბაზისო კვლევა;
** კომერციული წინადადებების გაგზავნა და შემდგომი კომუნიკაცია;
** დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** CRM სისტემაში ან შესაბამის ბაზაში პარტნიორებისა და დამკვეთების შესახებ ინფორმაციის განახლება;
** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის კატალოგისა და მიმდინარე პროცესების სრულყოფილად ცოდნა;
** თვის, კვარტლისა და წლის რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია ავეჯის წარმოება/რეალიზაციის ან/და ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მინიმალური დონე - Upper Intermediate;
** სასურველია დამატებით უცხო ენების ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
პერსონალური უნარები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები შეესაბამება გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას, გადმოგვიგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე g.qutateladze@cabinet.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.