მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Provider.ge

jobs.ge

HoReCa-ს გაყიდვების აგენტი

ბოლო ვადა 27 ნოე 2026
შპს "პროვაიდერ.ჯი" - აცხადებს ვაკანსიას თბილისში HoReCa-ს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე: შპს "პროვაიდერ.ჯი" 2013 წლიდან ეწევა, არასავაჭრო ობიექტების კერძოდ HoReCa-ს მიმართულებით საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო და დალაგების საშუალებებით მომარაგებას. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** კომპანიის ასორტიმენტში არსებული პროდუქციის სრული შესწავლა და ცოდნა; ** არსებული HoReCa ობიექტების შენარჩუნება და მათთან ასორტიმენტის/გაყიდვების გაზრდა; ** ახალი ობიექტების/პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება; ** ობიექტებთან შეხვედრა და მათთვის პრეზენტაციის გაკეთება; ** ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკების წარმოება; ** გრაფიკის მიხედვით რეგულარული ვიზიტები პორტფელში არსებულ HoReCa ობიექტებში; ** დასახული გეგმის შესრულება; ** დებიტორული დავალიანებების კონტროლი: თანხის ამოღება და პრობლემური ვალის დროულად გამოვლენა; ** ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება; ** უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელთან. პიროვნული უნარები: ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ანალიზისა და რეპორტინგის უნარი; ** დროის და პროცესების მართვის უნარი; ** მიზანზე/გეგმაზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობს უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში; უპირატესობა მიენიჭება HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილებას; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო საათები: 09:00-18:00; შესვენება 1 საათი; ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + მანქანის ცვეთის ხარჯი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@provider.ge და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.