მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მასტერ კოფი

jobs.ge

მიწოდების თანამშრომელი

ბოლო ვადა 26 ნოე 2026
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე "მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების თანამშრომლის პოზიციაზე. ვეძებთ შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ მიწოდების თანამშრომელს. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. დ. სარაჯიშვილის გამზ. 39; ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება; ** კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება; ** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს; ** პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ** კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან; ** გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა. ** დოკუმენტაციის სრული შესაბამისობა რეალურ გაყიდვებთან; უნარ-ჩვევები: ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა; აუცილებელი მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში გამოცდილება სავალდებულოა; ** უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა; სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1800 ლარი (დამატებით ყოველთვიური ბონუსი) ** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; ** დასვენება: შაბათი, კვირა; ** სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილია კომპანიის ავტომანქანით; ** საწვავი; ** ულიმიტო სასაუბრო; ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გუნდს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიწოდების თანამშრომელი ან დაგვიკავშირდით: 595 404 225. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.