მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სმოტორსი

jobs.ge

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ბოლო ვადა 26 ნოე 2026
კომპანიის შესახებ: კომპანია "SMG"-ი 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სპეცტექნიკის, ბლოკის ქარხნების, სათადარიგო ნაწილების, ჰიდრავლიკური მილების იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს საგარანტიო გაყიდვების შემდგომ მომსახურეობას. პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (სპეცტექნიკის და მძიმე ტექნიკის მიმართულება) ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან სამუშაო გრაფიკი: სრული. სამუშაოს მოკლე აღწერა: ** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და გაფართოება; ** ახალი მომხმარებლების მოძიება; ** მომხმარებლებისთვის არსებული პროდუქციის შეთავაზება; ** გაყიდვების გეგმის შესრულება; ** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** შეხვედრების დაგეგმვა მომხმარებლებთან, პრეზენტაციის წარდგენა; ** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი; ** მომხმარებლების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება; ** შეკვეთების აღება და ოპერატიულად შესრულების კონტროლი; ** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია მომხმარებლებთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია გაყიდვებში სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მართვის მოწმობის B კატეგორია; ** სასურველია საკუთარი ავტომობილი; ** კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; ** მოლაპარაკებების, პრეზენტაციის და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები; ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვებიდან; ** საწვავით უზრუნველყოფა; ** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "SMG"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.