მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

იზივეი

jobs.ge

დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი

ბოლო ვადა 26 ნოე 2026
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1300 ლარი ** გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, დილის ცვლა 9 საათიდან 18 საათამდე; შუა დღის ცვლა - 13 საათიდან 21 საათამდე ** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64 ძირითადი მოვალეობები: ** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა; ** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება; ** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა; ** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება; ** პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება. კომპანიის ძირითადი მოთხოვნები: ** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა; ** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება; ** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი ჩვენი უპირატესობები: ** გამართული სამუშაო პროცესი; ** მეგობრული სამუშაო გარემო. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება. დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი". დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577238003

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.