მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სმოტორსი

jobs.ge

საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი

ბოლო ვადა 26 ნოე 2026
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი) სამუშაო გრაფიკი: სრული. კომპანიის შესახებ: კომპანია "ესმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! სამუშაოს მოკლე აღწერა: ** კომპანიის მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; ** ბაზრის კვლევა, მისი მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება; ** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია; ** გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; მათ შორის პორტფელის ზრდაზე ორიენტირება. ** ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით ** მომხმარებლებისთვის, შეთავაზებების მომზადება, წარდგენა ეფექტიანობის გაზრდაზე ზრუნვა; ** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი; ** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ახალი იდეების გენერირება; ** მაღაზიების ქსელში თანამშრომლების შერჩევა/მომზადების პროცესში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება. ** ქსელური მაღაზიების მართვის მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (ავტონაწილების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად) ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები. ** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "ეს მოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.