მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია

jobs.ge

მარკეტინგის მენეჯერი

ბოლო ვადა 21 ნოე 2026
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30; ** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება; ** პროექტებში ჩართული თანამშრომლებისთვის შესაბამისი დავალებების დელეგირება და მათი საქმიანობის კოორდინაცია; ** პროექტებისა და კამპანიების ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა; ** ბრენდისა და პროდუქტების ეფექტიანად წარმოჩენის უზრუნველყოფა; ** ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და ორგანიზება; ** მომწოდებლებთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა; ** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და კოორდინაცია; ** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ** ბაზრის პერიოდული კვლევა და კონკურენტული ანალიზის ჩატარება; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან შესაბამისი მიმართულებით; ** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირებისა და გუნდის კოორდინაციის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** ძლიერი ორგანიზაციული, საკომუნიკაციო და ანალიტიკური უნარები. საკონტაქტო: ელფოსტა: l.mikadze@lionauto.pl ტელეფონი: 599 55 33 10

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.