მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მარშე

jobs.ge

ინვენტარიზატორი

ბოლო ვადა 21 ნოე 2026
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული. კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზატორის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5). სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე. ანაზღაურება: 1200 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოში არსებული ნედლეულის, დამხმარე და შესაფუთი მასალების, მზა პროდუქციისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა; ** საწარმოო ინვენტარის, ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ძირითადი საშუალებების რეესტრის წარმოება და განახლება; ** ინვენტარისა და მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების პერიოდული შემოწმება და სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება; ** ინვენტარისა და მასალების მიღების, გაცემის, გადაადგილებისა და პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის აღრიცხვა და კონტროლი; ** გეგმური და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგება; ** ფაქტობრივ და სააღრიცხვო მონაცემებს შორის სხვაობების, დანაკლისისა და დაზიანებული ან გამოუსადეგარი ინვენტარის გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** ნედლეულის, მასალებისა და ინვენტარის ნაშთების მონიტორინგი და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება. საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასაქონლო ოპერაციების ცოდნა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი. თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** გუნდურ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.