ასფარმა-საქართველო
jobs.geსამედიცინო წარმომადგენელი
თბილისი · აჭარაბოლო ვადა 20 ნოე 2026
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში და აჭარის რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
უნარები/პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა და მაღალი ორგანიზებულობა სამუშაო პროცესში;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბრისა.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.