მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

კოლხი ჯგუფი

jobs.ge

უმცროსი ბუღალტერი

ბოლო ვადა 20 ნოე 2026
"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი - 10:00-15:00 ძირითადი მოვალეობები ** კომპანიის RS.ge-ის ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების შექმნა და გამოწერა ** იმპორტთან დაკავშირებული და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა ** ბანკის ამონაწერების დამუშავება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში ** სალაროს ოპერაციების სწორად და დროულად დამუშავება ** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის დოკუმენტაციის აღრიცხვა ** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვაში მონაწილეობა ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების განახლება ** სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემატიზაცია, შენახვა და არქივისთვის მომზადება ** ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შეჯერება შესაბამის დოკუმენტებთან და რეესტრებთან ** კომპეტენციის ფარგლებში მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ადმინისტრირება, ბიზნესის მართვა ან დაკავშირებული სფერო - უპირატესობა) ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ** სასურველია ACCA პირველი დონე ** გამართული კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები ** მრავალამოცანიანი რეჟიმში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office აუცილებლად, CRM ან ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უმცროსი ბუღალტერი

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.